Pshav-Khevsuretskiy Khrebet, Georgia
Free
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მთიანი მხარე. რეგიონს კავკასიონის ქედი ჰყოფს ორ ნაწილად და ამიტომ ხევსურეთი მოიხსენიება როგოც პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი. მისი მდებარეობა მერყეობს 2800-4500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. განსაკუთრებულია თავისი დიდებული მთებით, ველური ბუნებით, ფერდობებზე მიმოფანტული უძველესი ნიშებითა და ძეგლებით. მისტიურია აქაური აურა. მიტოვებული დასახლებები, მკაცრი და გაუვალი ხეობები. მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა ქვეყნის მოლაშრეეებმა რამდენჯერმე გაკვალეს გზები ხევსურეთის ჭაუხებში, ტერიტორიები დღემდე აუთვისებლად და შესასწავლად რჩება. ნამდვილი სამოთხეა ლაშქრობისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის, მათთვის ვისაც სურს ველური ბუნების ძიება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების დაგროვება. მიუვალი გზებისა და დათვისჯვრის უღელტეხილზე მკაცრი კლიმატის გამო რეგიონი ზამთრის პერიოდში მოწყვეტილია გარე სამყაროს. თბილისიდან ხევსურეთამდე დაახლოებით 140 კმ-ია.