All for Joomla All for Webmasters

Georgia

Free

ტურის აღწერა

დღე 1: ქუთაისი-გელათი-ბაგრატი

ჩამოსვლა ქუთაისში, სასტუმროში განთავსება და ქალაქის დათვალიერება.

ქუთაისი ძველად საქართველოს დედაქალაქს წარმოადგენდა, ქუთაისი იყო კოლხეთის ქალაქი, რომელიც ცნობილია ლეგენდით აგრონავტებზე და  ლეგენდა „ოქროს საწმისსზე“. ქალაქის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებია ბაგრატის და გელათს ტაძრები, ეს უკანასკნელი UNESCO-ს ძეგლთა სიაშია შეტანილი. გელათის კომპლექსს ქართული რელიგიის, კულტურის და განათლების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილია უჭირავს. ტაძრის შესასვლელში, მისივე ანდერძისთანახმად, დაკრძალულია ქართველთა ძლევამოსილი მეფე დავით აღმაშენებელი.

დღე 2: სათაფლია-ბათუმი

მეორე დღეს მოვინახულებთ სათაფლიას მღვიმეს. სათაფლიას ტერიტორია, მღვიმის გარდა მოიცავს ისტორიულ პარკს, სადაც ვხვდებით დინოზავრის ნაკვალევს. თავად მღვიმე სიგრძით 900 მეტრი ხოლო სიმაღლით 10 მეტრია. მღვიმეში მოწყობილია საცალფეხო ბილიკები, რომლებიც შთმბეჭდავ სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების გვერდით მიუყვება.

გზას განვაგრძობთ ბათუმისკენ. საღამოს ვიქნებით ბათუმში, დავბინავდებით სასტუმროში.

დღე 3: ბათუმი-ბათუმის ბოტანიკური ბაღი

უძველესი კულტურული ძეგლების მონახულების შემდგე, ბათუმი ნამდვილად გასაოცარი იქნება, ეს არის ქალაქი თანამედროვე არქიტექყურით, კლუბებით, ბარებით, გასაოცარი ხედებით და ბულვარებით. ბათუმი საკმაოდ ცნობილი საზღვაო კურორტია, განსაკუთრებული თავისი კლიმატით, იგი მოქცეულია ზღვასა და მთებს შორის.  ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი გასარტობი ადგილი დელფინარიუმია, სადაც შეგიძლიაათ ნახოთ დელფინები, იცურაოთ მათთან ერთად და დაესწროთ დელფინების მიერ გამართულ სანახაზობას.

ბათუმის კიდევ ერთი უმშვენიერესი სანახაობაა ბოტანიკური ბაღი-მწვანე კონცხი, სადაც 300 მდე სხვადასხვა სახის უნიკალური მცენარე-ნარგაობებია გაჩენებული.

საღამოს გვექნება თავისუფალი დრო, ღამის ქალაქის დასათვალიერებლად.

დღე 4: გონიოს ციხე-რაბათი

მომდევნო დღეს მოვინახულებთ კიდევ ერთ უძველეს კულტურულ ღირსშესანიშნაობას გონიოს ციხეს, რომელიც XV-XVII საუკუნეებით თარიღდება. ეს არის კიდევ ერთი ადგილი, რომელიც უკავშირდება ლეგენდას არგონავტების შესახებ. ლეგენდის თანახმასდ, ციხის ტერიტორიაზე იასონმა, საბერძნეთის მეფე აიეტის შვილი მოკლა, მისი ცხედარი კი ციხის ტერიტორიაზევე დამარხეს.

ციხის მონახულების შემდეგ გავემგზავრებით კიდევ ერთი ისტორიული ადგილისკენ.

რაბათი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში აშენდა 13 საუკუნეში და სტრატეგიულად ის თავდაცვის საშუალებას წარმოადგენდა მესხეთის რეგიონში. რაბათის ციხე-კომპლექსი დამპყრობლების მიერ მრავალჯერ იქნა განადგურებული, თუმცა ძველი ნაგებობის ფრაგმენტებმა დღემდე მოაღწიეს. რაბათის ციხე რამდენიმე წლის წინ აღადგინეს და დღეს ის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცა. აქ არის ტაძრები, სინაგოგები, პატარა პარკი, ისტორიული მუზეუმი, რესტორანი, ყველაფერი თავმოყრილია ერთ ადგილას.

ამ საღამოს დავბინავდებით რაბათში.

დღე 5: ვარძია-თბილისი

მომდევნო დღეს ვარძია-კლდეში ნაკვეთი ქალაქი, რომელიც განლაგებულია ერუშეთის მთის ფერდობზე, 1300 მეტრ სიმაღლეზე. ლეგენდის თანახმად, ბავშვობაში თამარ მეფე ბიძასთან ერთად გამოქვაბულის მიდამოებში იმყოფებოდა და დაკარგულა, ბიძისთვსი  ხმის მისაწვდომად ყვიროდა „აქა ვარ ძია“, საბოლოოდ ის ამ შეძახილით იპოვეს და გადაარჩინეს. თამარის გამაფების შემდეგ ამ ადგილს ეწოდა ვარძია, ქალაქის სტრატეგიული მნიშვნელობა და დიდება გაიზარა და თამარის ერთ-ერთ საყვარელ სამყოფელს წარმოადგენდა. ვარძიის კომპლექსს მუდამ ჰყავს უამრავი მნახველი, მისი ოთახებიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები.

გავაგრძელებთ გზას თბილისისკენ, საღამოს ვიქნებით თბილისში და დავბინავდებით სასტუმროში.

დღე 6: თბილისი

ქალაქის ტური. ქალაქი სადაც უძველესი და თანამედროვე არქიტექტურა ერწყმის ერთმანეთს. აქ ნახავთ მე-19 საუკუნის უნიკალურ არქიტექტურას, ტაძრებს, სინაგოგებს,   თანამედროვე კაფეებით, მოდურ სამხატვრო გალერეებს, სუვენირების მაღაზიებით. ძველი თბილისი უბები, სადაც არქიტექტურული სტილი, ფერადი აივნები პირვალდელი სახითაა აღდგენილი და რესტავრიურებული.  მოვინახულებთ აბანოთუბანს – სადაც გოგირდის აბანოებია. ასევე ვნახავთ სამების ტაძარს, რომელიც გამოირჩევა თავისი სიდიდით ამიერკავკასიაში. ვეწვევით ეროვნულ მუზეუმს სადაც ინახება უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენები, ისტორიული და ძვირფასი ნივთები, ასევე მუზეუმში განთავსებულია ე.წ ოქროს ფონდი სადაც ინახება ძვირფასი ლითონისა და ქვების უძველესი ნაკეთობები.

დღე 7: კახეთი-სიღნაღი-ბოდბე-წინანდალი

მომდევნო დღეს ვაგრძელებთ  მოგზაურობას კახეთისკენ, გზას ვაგრძელებთ სიღნაღისკენ. პატარა უმშვენიერესი ქალაქი, მას სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. ქალაქის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, მეფე ერეკლე II-ს მიერ აშენებული გალავანი, რომელიც მე-18 საუკუნით თარიღდება. ქალაქი ნამდვილად საოცარი და ამაღელვებელია. მისი უნიკალური ადგილმდებარეობა იძლევა საშუალებას დატკვებ უმშვენიერესი ალაზნის ველის ხედით, რომელიც ჰორიზონზე ერწყმის კავკასიონის თოვლიან ქედებს.

სიღნაღთან ახლოს მდებარეობს ულამაზესი ბოდბე. ბოდბეში დაკრძალულია წმინდა ნინო. ბოდბის მონასტერი წლის განმავლობაში უამრავ მომლოცველს და ტურისტს სტუმრობს. კომპლექსი ორი მონასტერისგან შედგება, პირველი 12-17 საუკუნით თარიღდება. მონასტერის ბაღი ულამაზესი ყვავილებითაა გაშენებული.

მომდევნო დღეს ვაგრძელებთ გზას წინანდალისკენ. მეორე დღეს გავემგზავრებით კახეთისკენ. პირველ რიგში მოვინახულებთ მე-19 საუკუნის გამოჩენილი ქართველი მწერლის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, სახლ-მუზეუმს წინანდალში. XIX საუკუნეში წინანდალში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები, სასახლეში გამოფენილია საგვარეულოს ისტორიული ნიმუშები, ეკატერინე II-ის პირადი ნივთები და ძვირფასი სამოსა. სასახლეს აქვს უზარმაზარი, უმშვენიერესი ბაღი, რომელიც 12 ჰექტარზეა გადაჭიმული.   სასახლის ტერიტორიაზე ასევე არის ისტორიული ღვინის მარანი, მარანის საცავში ინახება ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ შეგროვებუილი, უნიკალური ევროპული ღვინოების კოლექცია. აქვე შესაძლებელია ღვინის დეგუსტაციაც. საღამოს დავბრუნდებით კვლავ თბილისში.

დღე 8: ანანური-ყაზბეგი

ანანურის ციხე, რომელიც XVI-XVII საუკუნით თარიღდება,  მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე მდინარე არაგვიის პირას. ციხიდან ხედი გადაჰყურებს ჟინვალის წყალსაცავს.  ანანურის კომპლექსს დროთა განმავლობაში წყალი ფარავდა, ამის გამო მისი ზოგიერთი ნაგებობა განადგურებულია, თუმცა კომპლექსი მაინც დიდებულად გამოიყურება, მისი კედლები მოჩუქურთმებულია ულამაზესი ყვავილების, ცხოველებისა და სხვადასხვა ნატურების გამოსახულოებით.

ამის შემდეგ გზას ვაგრძელებთ ყაზბეგისკენ. ყაზბეგი გამოირჩევა თავისი ულამაზესი და გასაოცარი ხედებით. მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა გერგეთის სამება, რომელიც მდებარეობს ამავე დასახელების მთაზე.   მდებარეობს ზღვის დონიდან 1800 მეტრზე. ერთი შწეხედვით თითქოს შეუძლებელია მთაზე ასვლა, თუმცა მთას ფერდობებზე მიუყვება საფეხმავლო და სამანქანო გზა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება. გერგეტის მონახულების შემდეგ გავემართებით დარიალის ხეობისკენ, მოვინახულებთ გველეთის ჩანჩქერს. ღამეს გავათევთ ყაზბეგში.

დღე 9: მცხეთა-ჯვარი-ბორჯომი

მომდევნო დღეს ყაზბეგიდან დავბრუნდებით თბილისისკენ, გზად ვნახავთ მცხეთას.

მცხეთა მდებარეობს თბილისთან ახლოს. ქალაქს მნიშვნელოვანი როლი უკავია საქართველოში ქრისტიანობის  ისტორიაში. წმინდა ნინოს მიერ ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში სწორედ ქალაქ მცხეთიდან იწყება. მცხეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის სვეტიცხოველის ტაძარი, გამოირჩევა თავისი უნიკალური შეფერილობით და არქიტექტურით, რომელსაც გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, რომანი მიუძღვნა. სვეტიცხოველის ტაძარში არის დასვენებული ქრისტეს კვართი. ისტორიული ქალაქის დათვალიერების შემდეგ გავაგრძელებთ გზას და მოვინახულებთ კიდევ ერთ შესანიშნავ ადგილს.

ვეწვევით ბორჯომის პარკს, სადაც ვნახავთ განთქმულ მინერალურ წყალს ბორჯომს. ბორჯომის აბაზანებს და გავისეირნებთ ულამაზეს პარკში. დავბინავდებით ბორჯომში, სასტუმროში.

დღე 10: დაბრუნება ქუთაისში და გამგზავრება.

მეათე დღეს ბორჯომიდან დავბრუნდებით ქუთაისში და ბოლოს, მრავალფეროვანი მოგზაურობის შემდეგ დამშვიდობეის დროც იქნება.

ადგილმდებარეობა რუქაზე